ჰააგის გადაწყვეტილება გზავნილია ივანიშვილისთვისაც, რომ პუტინი დასრულებულია, - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი პუტინი, უკვე გამოკეტეს მოსკოვში. ეს ნიშნავს იმას, რომ კრემლის იქით, ცივილიზებულ სამყაროში გადაადგილება აუკრძალეს და თუ ამას დააპირებს, გამოკეტავენ ციხეში. მსოფლიო გასცა მისი დაპატიმრების ორდერი. ეს არის გზავნილი დანარჩენი პუტინისტური ქვეყნებისთვის, მათ შორის ივანიშვილისთვისაც, რომ პუტინი დასრულებულია. შესაბამისად სანქციებიც რუსი ოლიგაქრის წინააღმდეგ უფრო რეალური გახდება",- ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.