ჩვენ ვიცით, როდის რა გავაკეთოთ. ეს არის დაცვის სტრატეგია, - ამის შესახებ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
ხაჭაპურიძემ დაადასტურა, რომ საკითხი განხილვის პროცესშია.
„ამას ვიტყვით მას შემდეგ, როდესაც გავაგზავნით, ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ "იმედთან".
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.