ამერიკელი სპეციალისტები უკრაინელი ექიმების მომზადებას იწყებენ

ლვოვში, კრიტიკული მედიცინის საზოგადოების (SCCM) სპეციალისტები ამზადებენ ექიმებს, რათა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა კრიტიკულ პირობებში პაციენტებზე ზრუნვის დროს გამოიყენონ.

ცხრა წამყვანი სპეციალისტი აშშ-დან უკვე თანახმაა, უკრაინაში 180 ექიმის მოსამზადებლად ჩავიდეს.

„მიღებული ცოდნა დაეხმარება ჩვენს სპეციალისტებს სიცოცხლის უფრო ეფექტიანად გადარჩენაში ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სერჰი დუბროვმა.

მისია 17-დან 24 მარტამდე გაგრძელდება და ამერიკელი კოლეგები ჩაატარებენ სამ ძირითად და ერთ გაძლიერებულ კურსს. გარდა ამისა, SCCM უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 92 პორტატულ ულტრაბგერითი აპარატს გადასცემს.