"კორონავირუსის ახალი ვარიანტების შესაძლო გავრცელების გათვალისწინებით, მსოფლიოს უფრო მეტი ვაქცინა დასჭირდება", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანურ გამოცემა El Pais-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა მე კორონავირუსის ახალი ვარიანტები მაწუხებს, ვინაიდან ვიცი, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის. ამიტომაც მივიჩნევ, რომ ისეთი სცენარებისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც იმედია, არ განხლორციელდება. კვირას ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებს, მეცნიერებსა და ევროპის წამლების სააგენტოს სპეციალისტებს შევხვდი. გვსურს მომზადება დავაჩქაროთ იმ შემთხვევისთვის, თუ ისეთი ვარიანტები გაჩნდება, რომელიც უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომიის პრეზიტენმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ საჭიროა საწარმოო შესაძლებლობების გაზრდა, რადგან „კორონავირუსის ახალი ვარიანტების გათვალისწინებით, მსოფლიოს უფრო მეტი ვაქცინა დასჭირდება“.