პოლიციამ სულ მცირე 71 ადამიანი დააკავა პარიზში მთავრობის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს.
ათასობით ადამიანი დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა და ახალი კანონმდებლობა გააპროტესტა, რომლის თანახმად, 2030 წლისთვის საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზრდება.
Anadolu-ს ცნობით, აქციის მონაწილეებმა ნაგვის კონტეინერებს, ველოსიპედებსა და სკუტერებს ცეცხლი წაუკიდეს.
უსაფრთხოების ძალები მომიტინგეების დაშლას ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობდნენ, ასევე დაშავდა რამდენიმე ადამიანი.