საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-ი უზბეკეთში მზის ორი ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. მათი საერთო სიმძლავრე 1,4 გიგავატით იქნება. ამის შესახებ უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
მხარეებმა 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე საინვესტიციო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს. ასევე გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, უზბეკეთი ელექტროენერგიას ობიექტებიდან შეისყიდის.
შეთანხმების მიხედვით, ACWA 400 მეგავატიან სადგურს და იგივე სიმძლავრის პლატფორმას ტაშკენტის პროვინციაში ააშენებს. კერძოდ, საუბარია 1 გიგავატიან სადგურსა და 400 მეგავატიან საცავის სისტემაზე სამარყანდის რეგიონში, ასევე, 400 მეგავატიან საცავზე ბუხარის პროვინციაში.
უზბეკეთს ბუნებრივი წარმოების შემცირების გამო, ბუნებრივი აირის დეფიციტი ემუქრება. ბოლო წლებში ქვეყანამ განახლებადი ენერგიის რამდენიმე პროექტზე არაერთ გარიგებას მოაწერა ხელი და ინვესტორები მოიზიდა.
ცნობისათვის, ACWA Power-ი ელექტროენერგიის გამომუშავების წამყვანი კერძო დეველოპერია, რომელიც ასევე ავითარებს მსოფლიოში პირველ მასშტაბურ მწვანე წყალბადის პროექტს. კომპანიის სათავო ოფისი საუდის არაბეთში მდებარეობს. კომპანიაში 3500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და 75 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საინვესტიციო ღირებულების აქტივების პორტფელი აქვს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 13 ქვეყანაში.