იუსტიციის მინისტრი: გერმანიაში ჩამოსვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებენ

გერმანიას მოუწევს ვლადიმერ პუტინის დაკავება, თუ ის გერმანიის ტერიტორიაზე შევა და თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სახელმწიფოებს სთხოვს მის  მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა.

„მე ველი, რომ ICC სწრაფად მიმართავს ინტერპოლს, ასევე ხელშეკრულებაზე ხელმომწერ სახელმწიფოებს და სთხოვს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას“, - განაცხადა ბუშმანმა.

17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს. აშშ-ის არარსებობა ხსენებულ წესდებაში, სასამართლოს დაფინანსებას სხვებისთვის აძვირებს. იაპონია, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ყველაზე დიდ კონტრიბუტორებს შორის არიან.