სტოლტენბერგი: უკრაინისთვის დიდი დახმარება გზაშია

უკრაინისთვის დახმარება გზაშია, გამარჯვებისთვის გვიანი ჯერ არ არის. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. სტოლტენბერგმა მოუწოდა მოკავშირეებს, დააჩქარონ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება.


„ახლა ჩვენი პასუხისმგებლობაა [უკრაინის წინაშე], ეს ვალდებულებები იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალურ მიწოდებებად ვაქციოთ, და სწრაფად გავაკეთოთ ეს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.


მანვე აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში NATO-ს წევრებმა არ გასწიეს ის მხარდაჭერა, რომელსაც დაპირდნენ” კიევს, თუმცა უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ გვიანი არ არის, ვინაიდან დიდი დახმარება უკვე გზაშია.“


ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესმა ცოტა ხნის წინ უკრაინის დახმარებისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცა, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრებმა, კერძოდ კი, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა, დახმარების ახალი პაკეტები დააანონსეს.


შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს.

კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.