ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებზე მუშაობენ.
კერძოდ, გერმანია, დანია, კანადა, საფრანგეთი და ესტონეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს ამზადებენ, რომლებიც საბრძოლო მასალას, ტანკებსა და არტილერიას მოიცავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უფრო ადრე, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს თავმჯდომარეობს, რამშტაინის ფორმატში რეგულარული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 51 ქვეყნის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ კიევს რუსეთთან კონფლიქტში, ვიდრე ეს საჭირო იქნება.