ჯანმო: ვირუსის კონტროლი შესაძლებელია. მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს

"კორონავირუსის კონტროლი შესაძლებელია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანო გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მესამე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს.

„მესამე კვირაა, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს. ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანაა, სადაც შემთხვევები იზრდება, მაგრამ გლობალურად, ეს სასიხარულო ამბავია. ეს ამბობს, რომ ვირუსის კონტროლი შესაძლებელია, თუნდაც ახალი ვარიანტების გაჩენის შემთხვევაში“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით ახალი შემთხვევების კლება პანდემიის გამო მსოფლიოში მიღებული ზომების ეფექტიანობას აჩვენებს.