COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში კორონავირუსი 858 ადამიანს დაუდასტურდა, 580 გამოჯანმრთელდა, 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ადმინისტრაციის ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 459 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 812 PCR ტესტით.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 209-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 250 289-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 208 ადამიანი გარდაიცვალა.

858 ახალი შემთხვევიდან 339 თბილისში გამოვლინდა. იაჭარა - 53, იმერეთი - 158, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 50, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 85, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

აქტიური შემთხვევა: 5 686, საიდანაც: 2 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 229, აჭარაში - 181, იმერეთში - 485.

მძიმე პაციენტი: 575. მათ შორის, თბილისში - 254, აჭარაში - 44, იმერეთში - 146

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 160 . მათგან თბილისში - 119, აჭარაში- 5, იმერეთში - 16.

283 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 191 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 883 პირი ვირუსის მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 480 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 202, ხოლო აჭარაში - 117.

სულ 6 ოქტომბრიდან - 1-ლი თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 357 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 569 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 621 პირი, აჭარაში - 746, იმერეთში - 1 528