აშშ უკრაინას დამატებით, $350 მილიონის უსაფრთხოების დახმარებას გამოუყოფს

აშშ-ის სახელმიწოფო მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას უკრაინას დამატებით, 350 მილიონი დოლარის უსაფრთხოების დახმარებას გამოუყოფს.

ბლინკენის თქმით, ეს სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს უფრო მეტ საბრძოლო მასალას აშშ-ის მიერ მიწოდებული HIMARS-ისთვის და ჰაუბიცებისთვის, რომლებსაც უკრაინა იყენებს თავის დასაცავად, ასევე საბრძოლო მასალის ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის, HARM რაკეტებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღისთვის, და სხვა აღჭურვილობისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მხოლოდ რუსეთს შეუძლია ომის დასრულება დღეს.

„ვიდრე რუსეთი ამას არ გააკეთებს, ჩვენ უკრაინასთან ერთად ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეერთებულმა შტატებმა 32 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.