თურქეთი რუსეთში, სანქცირებული საქონლის ტრანზიტს აჩერებს - Reuters

თურქეთი რუსეთში, სანქცირებული საქონლის ტრანზიტს აჩერებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„თურქეთმა რუსეთში, დასავლეთის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი შეაჩერა, უკრაინაში ერთწლიანი ომისა და ანკარაზე აშშ-სა და ევროპის ზეწოლის გაძლიერების შემდეგ“, - წერს სააგენტო.

„თურქეთის მთავრობამ კომპანიებს აკრძალული უცხოური საქონლის სია გადასცა და დაავალა, არ გადაეტანა ისინი რუსეთში პირველი მარტიდან“, - განაცხადა სტამბოლის შავი და ფერადი ლითონების ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, ხსენებულ სიაში არსებული ნებისმიერი საქონელი დაბლოკილია რუსეთიდან, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან მოდის ის.

ამასთან, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ანკარამ ევროკომისიას სიტყვიერი გარანტია მისცა, რომ პირველი მარტიდან საქონელი რუსეთში ტრანზიტით არ განხორციელდება, თუ ისინი შეესაბამება ევროკავშირის, აშშ-ის ან დიდი ბრიტანეთის სანქციებს და ექსპორტის კონტროლს.

თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს რეკორდული სანქციები, გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაუწესეს.