გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა რუსეთი, საქართველოსა და მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, El Pais-ი იუწყება.
„ეს არის რუსეთის სტრატეგიის ნაწილი იმ საზოგადოებების დესტაბილიზაციისთვის, რომლებიც ევროპულ გზას მიჰყვებიან“, - უპასუხა ბერბოკმა კითხვას, იზიარებს თუ არა შიშს, რომ საქართველო და მოლდოვა შესაძლოა, მოსკოვის მხარეს აღმოჩნდნენ.
ბერბოკის თქმით, უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოლდოვასა და საქართველოზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთის მცდელობები ძლიერდება.
„ჩვენ ხსენებულ ქვეყნებთან ერთად ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს და მხარს ვუჭერთ მათ სურვილს, თავად გადაწყვიტონ, იცხოვრონ მშვიდობიანად და თავისუფლად“, - აღნიშნა ბერბოკმა.