31 იანვრამდე 38.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 38.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მანდარინის ღირებულებამ 18.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

"აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.0 ათასი ტონით (23%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.5 მლნ აშშ დოლარით (15%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.0 ათასი ტონა), სომხეთსა (8.3 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში", - ნათქვამია განცხადებაში.