უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთში მდებარე, ქალაქ ჯანკოიში მომხდარი აფეთქების შედეგად განადგურებულია რუსული ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“, რომლებიც რკინიგზით გადაჰქონდათ.
თუ რამ გამოიწვია აფეთქება და რამდენი რაკეტაა განადგურებული ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის, ანექსირებულ ყირიმში, უპილოტო საფრენი აპარატებით, ბოლო თვეებში არაერთი დარტყმა განხორციელდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ დარტყმებთან კავშირს ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს.