აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით „ზამთრის წვრთნები 2021“, თურქეთის ყარსის რეგიონში მიმდინარეობს და 12 თებერვლამდე გაგრძელდება.
სამხედრო წვრთნების დროს ჯარისკაცები სხვადასხვა იარაღიდან ისვრიან.