საქართველოს პარლამენტთან აქციაა

ამ წუთებში საქაპარლამენტთან აქციაა. აქციას „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წევრები მართავენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ქაღალდისგან დამზადებული ჯიხური მიიტანეს, სადაც მათ მიერ დამზადებულ “საპარლამენტო მანდატებს” სიმბოლურ ფასად ყიდიან.

აქციის წევრებს ჯიხურში პარლამენტის დეპუტატების ფოტოები და წარწერები აქვთ გამოკრული, მაგალითად: "მანდატები იაფად", "გია ვოლსკის სადღეგრძელოები 2 ლარად" და სხვა.

აქტივისტების განცხადებით, დღევანდელ პარლამენტში შესვლა ღალატის ტოლფასია და საპარლამენტო მანდატები ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესია გაიხსნება.

ცნობისთვის, 51 ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, დღეს შეუწყდებათ. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ.

ამ დროისთვის პარლამენტში შესვლას ორი ოპოზიციური პარტიის 6 დეპუტატი დათანხდა. პარტია "მოქალაქეებიდან"- ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და კიდევ ოთხი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.