იტალიის პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს სამხედრო ხარჯების გაზრდას და აცხადებს, რომ „თავისუფლებას ფასი აქვს". ჯორჯია მელონის შეფასებით, მოსკოვზე ზეწოლა გეოპოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე ფუნდამენტურია.
სენატში სიტყვით გამოსვლისას, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ თავისუფლების დაცვა აუცილებელია.
„თავისუფლებას ფასი აქვს: თუ შენ არ შეგიძლია თავის დაცვა, ამას სხვები გააკეთებენ, მაგრამ ისინი ამას ფასის დაწესებით გააკეთებენ“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ.
მელონიმ ასევე მიუთითა რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნების აუცილებლობაზე და მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს მხარი დაუჭირა.
„მოსკოვზე ზეწოლა გეოპოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე ფუნდამენტურია, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და შეიქმნას პირობები მოლაპარაკებების გზაზე სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.