საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, საყოველთაო არჩევნები მაისში გაიმართება და არა ივლისში, რადგან დიდი ალბათობით, მეორე ტური გახდება საჭირო. მიცოტაკისი ეჭქვეშ აყენებს კვლევის სანდოობას, რომლის მიხედვით, მისი პარტიის („ახალი დემოკრატია“) უპირატესობა მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან, მცირდება.
ცენტრალურ საბერძნეთში, 28 თებერვალს სამგზავრო მატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც 60 -მდე ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ ასეთი ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო.
„წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, 2023 წლის საბერძნეთში ორი მატარებელი იყოს ერთსა და იმავე ხაზზე, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიდის და ეს ვერავინ შეამჩნია...
მე მჯერა, რომ ყველა მოქალაქემ გააცნობიერა, რომ ეს უბედური შემთხვევაა. ახლა ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავუმკლავდეთ პრობლემებს“, - განაცხადა მიცოტაკისმა.
შემთხვევა ქალაქ ლარისის მახლობლად, ქალაქ ტემპში მოხდა. დაღუპულთა შორის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.