დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთმა ბახმუტში იმპულსი დაკარგოს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 მარტის დაზვერვის განახლებულ ცნობებში განაცხადა, რომ არსებობს „რეალისტური შესაძლებლობა“, რომ რუსმა სამხედროებმა იმპულსი დაკარგონ ბახმუტში. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დანაყოფები სხვა სექტორებში გადაიყვანა.

უკრაინულმა ძალებმა ბახმუტის დასავლეთით კონტრშეტევა  დაიწყეს, რაც სავარაუდოდ, შეამსუბუქებს პრობლემებს მათთვის იარაღის მიწოდების მარშრუტზე.

დაზვერვის ცნობითვე, ბახმუტის ცენტრის ირგვლივ ბრძოლები გრძელდება და შედარებით რთული ვითარებაა ჩრდილოეთით და სამხრეთით.

„ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა წამოიწყეს კონტრშეტევა დონეცკის ოლქის (პროვინციის) ქალაქ ბახმუტის დასავლეთით, რაც, სავარაუდოდ, შეამცირებს ზეწოლას საფრთხის ქვეშ მყოფ H-32-ზე (მიწოდების მარშრუტი). ბრძოლა ქალაქის ცენტრის გარშემო გრძელდება და უკრაინის თავდაცვა ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსვლის რისკის ქვეშაა. თუმცა, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსულმა თავდასხმამ დაკარგოს შეზღუდული იმპულსი, რომელიც ნაწილობრივ იმის გამო მიპოვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნაწილი სხვა სექტორებში გადანაწილდა“.

დონეცკის ოლქში ბახმუტის ბრძოლა ბოლო რვა თვეა, მძვინვარებს და ორივე მხარემ მძიმე დანაკარგები განიცადა. თუმცა, უკრაინული ძალები აგრძელებენ ქალაქის დაცვას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა სამხრეთით და ავდიივკის მახლობლად გრძელდება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა 20 მარტს განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებას მიაღწიეს „გარკვეულ ადგილებში" და „ანადგურებენ რუსეთის ყველაზე პროფესიონალურ დანაყოფებს", კერძოდ, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ “ვაგნერის“ ჯგუფს.

დონეცკის ოლქის გუბერნატორის პავლო კირილენკოს თქმით, 15 მარტის მდგომარეობით, ბახმუტში 3000-ზე ნაკლები ადგილობრივი მცხოვრები დარჩა. ოდესღაც აყვავებულ ინდუსტრიულ ქალაქში 70 000 ადამიანი ცხოვრობდა.

ბახმუტს ომის შედეგისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს.