საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
პარლამენტის სესიის პირველ პლენარულ სხდომას 92 დეპუტატი ესწრება. მათ შორის არიან “მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.
პარლამენტის დღევანდელი სხდომის მთავარი და ერთადერთი საკითხი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 51 ოპოზიციონერის მოთხოვნის განხილვა და კენჭისყრაზე დაყენებაა.
როგორც ცნობილია, "ქართული ოცნება" 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.