ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის რანგში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს პირველად შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი სპრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ელჩმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა და ასევე, დიდი პატივისცემა გამოხატა ინსტიტუციისადმი და ადამიანის უფლებათა დაცვის რთულ საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს სურვილი და მზადყოფნა, გააგრძელონ სახალხო დამცველსა და აშშ-ის საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიცია.