რესპუბლიკურ საავადმყოფოზე დეტალური გეგმა მზადდება და ის განხილული იქნება თანამშრომლებთან ერთად - გაბუნია

პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი მუშაობის განახლებას, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოზე დეტალური გეგმა მზადდება და ის განხილული იქნება თანამშრომლებთან ერთად.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა, დაიგეგმა კონკრეტული პროექტები. ასევე ჩატარდა მუშაობა რესურსის მობილიზების კუთხით. რესპუბლიკურ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს სერიოზული მომავალი ჯანდაცვის სექტორისთვის როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მას შეუძლია, ძალიან სერიოზული როლი ითამაშოს რეგიონში საუკეთესო ხარისხის სერვისების მიწოდების კუთხით. ამდენად პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას“, – განაცხადა გაბუნიამ.