გერმანიის ქალაქ ვისბადენში სასამართლომ რუსული წარმომადვლობის გერმანიის მოქალაქე 1500 ევროთი დააჯარიმა მაისურის ტარებისთვის, რომელზეც რუსული აგრესიის სიმბოლო - Z იყო გამოსახული.
როგორც Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს, კაცმა 1500 ევრო უნდა გადაუხადოს ორგანიზაციას, რომელიც უკრაინელებს დახმარებას უწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, 49 წლის მოქალაქე, გერმანიაში 1992 წლიდან ცხოვრობს.
სასამართლოში მან განაცხადა, რომ უსმენდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიას და დარწმუნებული იყო, რომ უკრაინის ხელისუფლება „ნაცისტები არიან“.