მსოფლიო პატრიარქი: რუსეთის ეკლესია და სახელმწიფოს ხელმძღვანელობა აგრესიის დანაშაულში თანამშრომლობდნენ და პასუხისმგებლობას ინაწილებდნენ

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა ლიეტუვაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პასუხისმგებელია უკრაინაში ომზე. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მსოფლიო პატრიარქის თქმით, რუსეთის ხელისუფლება ეკლესიას „საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად” იყენებს.

„რუსეთის ეკლესია და სახელმწიფოს ხელმძღვანელობა აგრესიის დანაშაულში თანამშრომლობდნენ და პასუხისმგებლობას ინაწილებდნენ შემდგომი დანაშაულებისთვის, როგორიცაა უკრაინელი ბავშვების შოკისმომგვრელი გატაცება”, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.