ქართველი ხალხი ევროპისა და NATO-ს ერთგულია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ მათ უკეთ ამ მიმართულებით, - ხსენებული განცხადება სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, როდესაც სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლიკენს მიმართა. შაჰინი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიით დაინტერესდა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა საქართველოს როლს შუა დერეფანში და ასევე, ეკონომიკურ პოტენციალს.
„ვაკვირდებით რა საქართველოს, იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის მხრიდან უკუსვლით, თუმცა ძალიან ნათელია, რომ ქართველი ხალხი ევროპისა და NATO-ს ერთგულია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავუჭიროთ მხარი მათ უკეთ ამ მიმართულებით. ელჩმა დეგნანმა შესანიშნავი სამუშაო გასწია“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.