უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყოველ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს, რომ დაპატიმრების ორდერი საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება დაემართოს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში, ხოლო რუსეთის ყველა დარტყმა სამხედრო, პოლიტიკურ და იურიდიულ პასუხს მიიღებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის გამარჯვების გარდა, რუსეთის შეჩერება სხვა ვერაფრით შეიძლება.
„რუსეთი აგებს ამ ომს. მსოფლიოში არ არის სუბიექტი, რომელიც უკვე ახლა არ გრძნობს ამას. ეს უკვე ყველას ესმის. და ყოველ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს: დაპატიმრების ორდერი საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება დაემართოს”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.