სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვთხოვე, სასწრაფოდ გავარკვიოთ, როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა - ხაჭაპურიძე

სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვთხოვე, სასწრაფოდ შევიდეს კომისია და გავარკვიოთ, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდა.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელს შევხვდი. ჩვენი თხოვნა იყო, რომ სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი შეხვდეს „ვივამედის“ დირექტორს, რასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება გუშინ. ასევე ვაცნობე იმის შესახებ, რომ კლინიკა „ვივამედი“ არ გვაძლევს ავადმყოფის ისტორიებს და ვართ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.