ელჩი დეგნანი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გადამოწმებულ ინფორმაციას მოიცას, იმედია, ეს ასე იქნება აღქმული

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები კარგი რესურსია დემოკრატიის უკეთ განვითარების ხელშესაწყობად და ადამიანის უფლებათა უკეთ დაცვისათვის.

ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს პრემიერის შეფასებაზე, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნას ეყრდნობა“.

„აშშ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანგარიშებს ათწლეულების განმავლობაში ამზადებს. ისინი საკითხებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან ინდივიდუალურ პირებს. მათი მასალა სანდო წყაროების სპექტრიდან მოიპოვება, ჩვენ მათ ორმაგად ვამოწმებთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ანგარიშში აღნიშნული ინფორმაცია სანდო და სარწმუნოა.

ეს ანგარიშები მნიშვნელოვანია და ხალხს მოვუწოდებდი, რომ წინა ანგარიშები წაიკითხონ, ვინაიდან, ისინი იმ სფეროების ქრონიკაა, სადაც პროგრესი იყო საჭირო, მაგრამ ასევე ხშირად აღნიშნავენ სფეროებს, რომელშიც რეალურად პროგრესი მიიღწა.

ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშებით ჩვენი საბოლოო მიზანი არის ქართველების ძალისხმევის უკეთ ინფორმირება, თავიანთი დემოკრატიის გასაძლიერებლად და ყველა მოქალაქის, ადამიანის უფლებების დასაცავად. და იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიში აღქმული იქნება, როგორც მნიშვნელოვანი საშუალება ამ მიზნისთვის”, - განაცხადა კელი დეგნანმა.