უკრაინაში ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობითი ოფისი გაიხსნება

უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან უკრაინაში ICC წარმომადგენლობის გახსნაზე შეთანხმდა.

ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა და ICC-ის რეგისტრატორმა პიტერ ლუისმა შესაბამის დოკუმენტს ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შენობაში მოაწერეს ხელი.

„ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ მყარი დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულის ყველა პასუხისმგებელი არ დადგება პასუხისმგებლობის წინაშე“, - განაცხადა კოსტინმა.