თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს: თუ არჩევნები გაყალბდა როგორც ამბობთ, აქ რას აკეთებთ?!

თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? - აღნიშნული განცხადებით, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, პლენარულ სხდომაზე ალეკო ელისაშვილის განცხადებას უპასუხა.

როგორც დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ალეკო ელისაშვილმა განცხადა, მოქალაქეები პარლამენტში არიან იმიტომ, რომ 2020 წლის არჩევნები იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები.

წულუკიანმა ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერიც გამოაცხადა.

„ბატონო ალეკო, თქვენ აქ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაჩვენეთ, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს ჩემი ნომერი არაა, ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ ხოლმე, გაყალბდა თუ არა არჩევნები, შემდეგ ამაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? - განაცხადა წულუკიანმა.

პარლამენტის პირველ სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერმაალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველს საკუთარი ტელეფონის ნომერი შეახსენა.

"მოქალაქეებისთვის ვიმეორებ ჩემი ტელეფონის ნომერს 593 58 40 52. ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, ზოგი მლანძღავს, ზოგი პრობლემებს მიზიარებს, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და სწორი პოლიტიკა ჩემი აზრით, დანარჩენს ვნახავთ, იმედს დავიტოვებ, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასაც ვიხილავთ ამ დარბაზში" - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

"მოქალაქეებმა" დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩვენების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განცხადა. მოგვიანებით ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების და გარკვეული საარჩევნო ცვლილებების შემთხვევაში, პარლამენტში შესვლაზე დათანხდებოდა. საარჩვენო ცვლილებების შესახებ მემორანდუმი "მოქალაქეებმა" "ქართულ ოცნებასთან" რამდენიმე დღის წინ გააფორმეს.