თბილისში, საშუალო ასაკის კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე გამთენიისას კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 60 წლამდე პირია. როგორც ცნობილია, ეჭვიტანილი დააკავებულია.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.