ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ კანის ფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი მარიამ ხაჭვანი წერს, რომელსაც აერაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.
„ქართული ფილმი მოხვდა კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში, მგონი ამ საუკუნეში ეს პირველი შემთხვევაა. ახლა ვგულშემატკივრობთ ოსკარზე. ფილმზე უამრავი ადამიანი ალაპარაკდა და აქტიურად წერს გავლენიანი უცხოური პრესაც.
გაჩნდა რეალური შანსი, ოსკარის შორთ ლისტში მოხვედრის და მოგების. ზვირფასო ქართველებო, განსაკუთრებით ამ სფეროში მოღვაწეებს ეხება. გიხაროდენ! იამაყეთ! ეს დიდი ნაბიჯია ქართული კინოს მომავლისათვის! გააგებინეთ თქვენს უცხოელ მეგობრებს! ნუ ცდილობთ ყველაფერში უარყოფითის დანახვას! ეს ნაბიჯი თქვენთვის არის,რომ არ გაიკვირვონ, სად არის საქართველო. ან ,ქართული ფილმების ხსენებაზე, საბჭოთა კინოს რომ არ ვახსენებდეთ", - წერს მარიამ ხაჭვანი.
შეგახსენებთ, რომ დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისი" "ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმია.
გასულ წელს ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანის ფესტივალის ჟიურის წევრად აირჩიეს, რომელიც კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის გამარჯვებულს დაასახელებს.