ჩვენი ქვეყნის წინაშე ყველაზე მთავარი გამოწვევა არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები - ღარობაშვილი

მთავარი გამოწვევა, მთავარი პრობლემა მოხდა უკვე 2008 წელს, რუსეთმა დაიკავა და დღესაც აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს. დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე ყველაზე მთავარი გამოწვევა ეს არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

„ქალბატონი თეონა მეკითხება კონცეპტუალურ დოკუმენტებზე, რომელიც მისი გადმოსახედიდან შექმნის უსაფრთხოების გარანტიებს და მოსახლეობას დაიცავს. მინდა, ხალხს შევახსენო, რომ დოკუმენტი კი არა სწორი პოლიტიკა და ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა დაიცავს ქვეყანას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და არა თქვენ მიერ გაუაზრებელი, უგუნური და უკვე გამოცდილი დესტრუქციული პოლიტიკა, რომელმაც უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა. ამის თაობაზე საჯარო ინფორმაცია არის გავრცელებული, ალბათ ქალბატონი აქუბარდია შეგნებულად არ კითხულობს, არ ეცნობა უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს.

უსაფრთხოების საბჭოს აქვს დამუშავებული, ეს არის დრაფტი დოკუმენტები, მის მიერ ნახსენები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგია და ასევე ვმუშაობთ აქტიურად კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, უკვე წინ წავედით და მიმდინარეობს უწყებებს შორის კოორდინაცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.