უკრაინამ კიდევ 83 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.
საერთო ჯამში, რუსეთის მიერ დაწყებული ომის განმავლობაში უკრაინაში დააბრუნეს 1,426 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი.
დაღუპულთა გადმოსვენება ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად ხორციელდება.