კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, კრემლის სამხედრო ბლოკის (CSTO) - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრება მოეთხოვებათ. იუწყება Vesti.az-ი რუსულ მედიაზე დაყრნობით.
მედიის ცნობით, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება დაამტკიცა.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. გადაწყვეტილება საბოლოოა და ამოქმედდება გამოქვეყნების მომენტიდან.