უკრაინამ ოკუპანტი ქვეყნის ყველა მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი რუსეთს გადასცა. შესაბამისი განცხადება სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა გაავრცელა.
უკრაინული მედია წერს, რომ საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით, ჟენევის კონვენციების 109-114 მუხლების შესაბამისად და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ჩართულობით, უკრაინამ ცალმხრივად გადასცა მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვეები რუსეთის მხარეს.
„ამ შემთხვევაში საუბარია არა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე, არამედ რეპატრიაციაზე: მძიმედ დაჭრილი ტყვეების დაბრუნებაზე ყოველგვარი პირობის გარეშე, როგორც ამას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი ითვალისწინებს“, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.