სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისგან წერილი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინელებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს. „ტვპირველთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ მხარდაჭერისთვის მადლობას იღებს.

რაც შეეხება რუსეთს, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, კრემლმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. პირიქით, დაკარგა რეპუტაცია. რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის თქმით, დღეს ვოლოდიმერ ზელენსკის წერილი მიიღო, სადაც იყო მინიშნება, რომ „როცა გობალური სამშვდობო სამიტი იქნება, იქ საქართველოს თავის ადგილი უნდა ჰქონდეს".

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი თავის საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს და იმპერიული ზრახვები დაივიწყოს.