მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილორივი მედია ავრცელებს.
ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ინფორმაციით, მან დაარღვია გამოსაცდელი ვადის პირობები "ივ როშერი" საქმეზე და ამიტომ საჭიროა პირობითი მსჯავრის შეცვლა რეალური - 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთით.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის მხარდამჭერები სასამართლოს წინ იკრიბებიან და ნავალნის მხარს უჭერენ.
უფლებადამცველთა მონაცემებით, სასამართლოს წინ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ალექსეი ნავალნის საქმეს განიხილავს მოსამართლე ნატალია რეპნიკოვა.