ესპანეთში ხანძარმა 3 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარმა განსაკუთრებით ვალენსიის რეგიონი დააზიანა, საიდანაც საფრთხის გამო 1 500-ზე მეტი ადგილობრივის თავშესაფარში გადაყვანა გახდა საჭირო.
ექსპერტების განმარტებით, წელიწადის ამ დროს ესპანეთში მასშტაბური ხანძრის გაჩენის მიზეზი ზედმეტად თბილი და უნალექო ზამთარი გახდა.
ცეცხლის ჩაქრობას ქვეყანაში ამ დრომდე 500-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. სამუშაოებში ჩართულია 18 ვერტმფრენიც.