აზერბაიჯანი  სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცლეებს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან პროვოკაცია აზერბაიჯან-სოხმეთის საზღვართან განხორციელდა.

როგორც ბაქოში აცხადებენ, რომ ყაზახის რაიონში ოკუპირებული სოფლის, აშაგი ასკიპარასთან დისლოცირებულმა სომხეთის არმიის დანაყოფმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 20-ჯერ დაარღვია და აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სასაზღვრო-საბრძოლო პუნქტის მიმართულებით ტყვიამფრქვევებით ცეცხლი გახსნა.