თბილისში, სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სამარშრუტო ტაქსს ეკიდა.

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.