უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ამ კვირაში კიდევ უფრო გაძლიერდა და მტერი კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოექცა. ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს შეერთებული შტატებიდან, ლიეტუვიდან, ფინეთიდან და გერმანიიდან.
შვედეთის პარლამენტმა დაამტკიცა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის მე-11 პაკეტი. ასევე არსებობს უსაფრთხოების პაკეტი და "ძლიერი შეთანხმებები" იაპონიასთან. ასევე, ეროვნული ბანკის ანგარიშებზე უკვე აისახა ევროკავშირის ტრანში, მილიარდ ნახევარი ევროს ოდენობით. ხორვატიის მთავრობამ დაამტკიცა დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამა.
გარდა ამისა, საბერძნეთი შეუერთდა პარტნიორთა ჯგუფს, რომლებიც მუშაობენ სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე. ისლანდიამ კი, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
„ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსული რევანშიზმი დამარცხდეს“, - აღიშნა ზელენსკიმ.