რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ წლიური მოგება, სანქციების ფონზე მკვეთრად შემცირდა

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ფონზე, სახელმწიფო ნავთობის გიგანტმა როსნეფტმა წლიური მოგების მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა. კომპანიამ გამოაცხადა 813 მილიარდი რუბლის (10,5 მილიარდი დოლარი) წმინდა მოგება გასულ წელს, რაც 7,9 პროცენტით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით.

ინფორმაციას ამის შესახებ Alarabiya ავრცელებს.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო დასავეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, მათ შორის, 2022 წლის ბოლოს ნავთობის ფასზე შეზღუდვა აამოქმედეს.