ავსტრალიაში მასშტაბურმა ტყის ხანძარმა ათეულობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა

ავსტრალიაში მასშტაბურმა ტყის ხანძარმა ათეულობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ინფორმაციას Global News-ი ავრცელებს.

ხანძრის ლოკალიზებას 250-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.

ავსტრალიის მთავრობა ქვეყნის დასავლეთში მდებარე რამდენიმე ქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, ევაკუაციის ცენტრებისკენ გაეშურონ.

ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე რამდენიმე დასახლებას, მათ შორის Covid-19 -ის პრევენციისთვის ჩაკეტილი ქალაქის მკვიდრებს სახლის დატოვების ნევართვა მისცეს.