უკრაინამ რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) 27 მარტს განაცხადა, რომ გამოავლინა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) აგენტურული ქსელი, რომელიც სავარაუდოდ, ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედებდა.

ჯგუფი დონეცკისა და ხარკოვის ოლქების რვა მცხოვრებისაგან, მათ შორის უკრაინის პარლამენტის მოქმედი წევრის თანაშემწისგან შედგება, იტყობინება SBU. 

Ukrainska Pravda-ს წყაროს ცნობით, ალექსანდრე დობროდომოვი აკრძალული პრორუსული ოპოზიციური პლატფორმის წევრი იყო.