გერმანიის ხელისუფლებამ შეიმუშავა ახალი პლატფორმა, რომელიც უკრაინის აღდგენის მსურველ გერმანელებს გააერთიანებს. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ განაცხადა.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის სვენია შულცეს თქმით, უკრაინის აღდგენა იქნება „ურთულესი ამოცანა“, რომელსაც მხოლოდ მთავრობები ვერ გადაჭრიან.
„ამავდროულად, გერმანიის ბევრი მცხოვრები მზად არის დასახმარებლად. უკრაინის აღდგენის ახალი პლატფორმა დაგვეხმარება ამაში. ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ის, რომ გავაერთიანოთ აქტიური მოქალაქეები, კომპანიები და საზოგადოებები გერმანიასა და უკრაინაში", - განაცხადა შულცემ.
მისივე თქმით, 25 მილიონი ევრო გამოეყოფა გერმანულ და უკრაინულ თემებს, კლინიკებსა და წყალმომარაგების კომპანიებს შორის პარტნიორობის მხარდასაჭერად.