უკრაინამ გერმანიის მიერ დაპირებული სამხედრო დახმარება მიიღო.
უკრაინული მედიის ცნობით, Der Spiegel-ი წერს, რომ გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის 18 ტანკი უკრაინაშია.
როგორც გერმანული გამოცემა იუწყება, ბოლო ტანკები გერმანიიდან უკრაინაში გასული კვირის ბოლოს გაიგზავნა. მათ უკვე გადაკვეთეს საზღვარი და უკრაინის ტერიტორიაზე განლაგდნენ.