შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობისადმი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ილჰამ ალიევისადმი გაგზავნილ წერილში საუბრობს.
„ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვებ ხალისიან და მშვიდობიან ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს.
გასული წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი და შეერთებული შტატები გაერთიანდნენ ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებისა და ტრანსნაციონალური გამოწვევების მოსაგვარებლად, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ხალხებზე. წელს ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას.
და განახლების ამ სეზონში - შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობისადმი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში“, - წერს ბაიდენი.